თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის 17 თებერვალს რეკომენდაციით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და მოქალაქისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ უკანონოდ დაბრუნებული, კანონმდებლობით ლეგალიზებული, სოციალური დახმარების ანაზღაურება მოითხოვა.
სოციალური მომსახურების სააგენტომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და ე.ბ.-ის მიერ სახაზინო ანგარიშზე არასწორად ჩარიცხული 500 ლარის მისთვის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი