თბილისი. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები 12 მაისს ღამით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისა და პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს ეხმიანებიან.
„ცხადია, ხელმომწერი ორგანიზაციები ვიაზრებთ ნარკორეალიზაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებს. ეს პროცესი გავლენიანი დანაშაულებრივი ქსელების გამოვლენითა და მათ მიმართ მკაცრი რეაგირებით უნდა დაიწყოს. ამავე დროს, აუცილებელია წამალდამოკიდებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის არსებითი ცვლილება და არაჰუმანური და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაცვლად, ზრუნვაზე და სოციალურ რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომების ამოქმედება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დაანონსებული რეფორმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეაჩერა და ის მხოლოდ საპოლიციო რეპრესიის და კრიმინალის სფეროში დატოვა", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
წყარო: www.transparency.ge