en
ge

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

თბილისი. სახალხო დამცველი ეხმიანება 2018 წლის 13 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის" პარალელურად მიმდინარე „ქართული მარშისა" და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოავლინოს 13 მაისის კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაულებრივი ქმედება და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. ამავდროულად აუცილებელია რომ მომავალში, ნეონაცისტური ჯგუფების შეკრების დროს დროულად შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)