სამეგრელო. 15 მაისს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრების ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „კულტურა და მრავალფეროვნება".
„ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებმა გაიაზრონ კულტურათა დიალოგის მნიშვნელობა კულტურული მრავალფეროვნების კონტექსტში, განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების კულტურული მრავალფეროვნებისა და ადგილობრივი ტრადიციების პოპულარიზაცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში