თბილისი. „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" მთავრობას მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა ჰომოფობიური ბულინგისა და ძალადობისაგან დასაცავად.
„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის", როგორც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე 41 ორგანიზაციის ქსელი, გმობს მოზარდის სტიგმატიზაციას გენდერული იდენტობის, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობისა და მიკუთვნებულობის მიუხედავად! ყველა ბავშვს აქვს უფლება, იყოს დაცული და ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ყველა პასუხისმგებელ უწყებას, განახორციელონ შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები", - ვკითხულობთ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com