en
ge

„არა-ფობიას!“ - კობა ლურსმანაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

თბილისი. სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!" შემავალი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.
„უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ”, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მანდატს და სტატუსს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებისგან და ნაცვლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისა, ქვეყანაში კანონმდებლობის დახვეწაზე, მთავრობის საქმიანობის კონტროლსა და მათზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელებაზე, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვაზე იზრუნონ".
სრულად 
წყარო: http://www.gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)