თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგი ცენტრი" (EMC), „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი" და „აუდიტორია 115" 22 მაისს მეტროს თანამშრომელთა სოლიდარობის აქციას მართავენ.
„აქციის ორგანიზატორები ვუერთდებით მეტროს თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნას, რამდენადაც მათი მოთხოვნები არის სამართლიანი და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის", - ნათქვამია ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულო განცხადებაში, - „ჩვენ მივიჩნევთ, რომ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სრულად კანონიერია. ისინი, წლების განმავლობაში, მოლაპარაკებების გზით უშედეგოდ ცდილობდნენ მიეღოთ სამართლიანი ანაზღაურება. დღეს მათ სრული უფლება აქვთ გაფიცვის გზით იბრძოლონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი