en
ge

EMC-ს მიმართვა პარლამენტის კომიტეტებს საცხოვრებლის უფლების გაუთვალისწინებლობის საკითხზე

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიმართავს პარლამენტის კომიტეტებს საცხოვრებლის უფლების გაუთვალისწინებლობის საკითხზე საჯარო მოსმენის გამართვასთან დაკავშირებით.
„საქართველოში უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არსებული  სისტემა არ აღიარებს ამ საკითხის მნიშვნელობას, რაც საცხოვრებლის არმქონე ან მისი დაკარგვის რისკის წინაშე მდგომი შინამეურნეობების საჭიროებების უგულვებელყოფასა და უსახლკარობის პრობლემის საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან გარიყვაში გამოიხატება.
...უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის და საქართველოს მთავრობის მხრიდან მისი სრულად იგნორირების პირობებში ერთადერთ ბერკეტად რჩება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო უფლებამოსილების ეფექტიანად გამოყენება მთავრობის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის არარსებობის პრობლემაზე, რაც საცხოვრებლის უფლების საკითხის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)