თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სასამართლოში ყოფილი თავმჯდომარის, ანა დოლიძის უფლებებს დაიცავს.
„იუსტიციის საბჭოს წევრის, ანა დოლიძის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელით მოთხოვნილია დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ ანა დოლიძესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პირველის" ეთერში 2018 წლის 16 თებერვალს გაკეთებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
საია მიიჩნევს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ანა დოლიძის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტთან და რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს სიცრუეს და მიზნად ისახავს ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში