თბილისი. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს (ააიპ ერთობა 2013) გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, შრომითი უფლებებისათვის საზიანო და საშიში პრეცედენტია", - აცხადებს სქართველოს სახალხო დამცველი.
განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველმა მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვის გამო გააკეთა, ამ ფაქტთან დაკავშირებული ვითარება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია მიმოხილული.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი