თბილისი. „მწვანე ბაფთის" კამპანიის ფარგლებში, გაიმართა საგაზაფხულო სკოლა (21-24 მაისი) MH2R - პლატფორმის წევრთა გასაძლიერებლად.
„ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები" - MH2R (Mental Health and Human Rights) პლატფორმის ამოცანაა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებების და მათი კეთილდღეობის თანმიმდევრული ლობირება და ამ საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება-შენარჩუნება.
„პლატფორმა აერთიანებს თბილისსა და რეგიონებში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მათ გაერთიანებებს ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, სიღნაღიდან, თელავიდან და გორიდან. პლატფორმის წევრები შეეცდებიან ერთობლივად გადაწყვიტონ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთვის სტრატეგიული საკითხები".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში