თბილისი. 21 მაისს, თბილისში, მრავალფუნქციურ სივრცეში „ფაბრიკა" კულტურულ-საგანმანათლებლო გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაში" გაიმართა.
„პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს სტენდები მოაწყვეს, სადაც ქვეყნების ტრადიციული კერძები, სამოსი და სუვენირები წარმოადგინეს. ღონისძიება ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მრავალფეროვნებისა და კულტურული ღირებულებების წარმოჩენა იყო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში