en
ge

შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა წარმომადგენლებთან

ქვემო ქართლი. 12 მარტს, კონსტიტუციის 42–ე მუხლის პროექტის  "მცირე და საშუალო ბიზნეს მესაკუთრეთა ნდობის ხარისხის ამაღლება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ" ფარგლებში, პროექტის ექსპერტები რუსთავში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას დაესწრო აღნიშნული სფეროს ოცამდე წარმომადგენელი, რომელთაც 42–ე მუხლის იურისტ/ექსპერტებმა გაუწიეს კონსულტაციები საგადასახადო საკითხებზე, ასევე გააცნეს საგადასახადო სფეროს საკანონმდებლო ცვლილებები, საგადასახადო კონტროლის პროცედურები და შემოწმების სახეები. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური გზების შესახებ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)