en
ge

საია: სასამართლომ მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება უკანონოდ შეუზღუდა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს გაფიცვის უფლება უკანონოდ შეუზღუდა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მეტროს მემანქანეების გაფიცვის მიზანი ღირსეული შრომის პირობებისა და ანაზღაურების მოთხოვნა იყო. სასამართლომ აღნიშნული განჩინება მიიღო კომპანიის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლითაც კომპანია (სარჩელის წინასწარი უზრუნველყოფის მიზნით) ითხოვდა მემანქანეთა გაფიცვის გადადებას/შეჩერებას მანამდე, სანამ სასამართლო გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით საქმის განხილვას დაასრულებდა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ინსტრუმენტს, რომლის მონაწილეა საქართველო. განჩინება ასევე შეიცავს მთელ რიგ სამართლებრივ ხარვეზებს, რის გამოც გაუმართლებლად იზღუდება მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეთა გაფიცვის კონსტიტუციური უფლება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)