გურია. 24 მაისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან” არსებული ბავშვთა, თეატრალურმა სტუდიამ, ჩოხატაურის კინოს სახლში გამართა ინტერაქტიული სპექტაკლის „ამიტომ არ მჯერა თქვენი” ჩვენება.
„სპექტაკლი მოგვითხრობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ისტორიას, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაშია გადაყვანილი. იმ დამოკიდებულებების შესახებ, რასაც საზოგადოება, სკოლა თუ ჩვენს ირგვლივ მყოფი სხვა აქტორები გამოავლენენ მსგავსი პრობლემების მქონე მოზარდების მიმართ. სპექტაკლის დასრულების შემდგომ საინტერესო დისკუსია გაიმართა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში