სამეგრელო. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ზუგდიდის ოფისის ინიციატივით, 12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმიანობის პირველი ანგარიში წარადგინა. გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა და მოადგილეებმა 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროორიეტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, განსახორციელებელ ინფრასტრუქურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების და სოციალური დახმარების პროგრამებზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობის დარბაზი - სამეგრელოს ხსნა" ხელმძღვანელმა, ყოფილმა პარლამეტარმა თენგიზ ჯგუშიამ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს და მის მოადგილეებს მოუწოდა, რომ უარი თქვან იმ ძვირადღირებულ ავტომანქანებზე, რომლითაც სარგებლობენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა დაინტერესდა, რა სახის მექანიზიმი აქვს ახალ ხელისუფლებას, რომ მწირი ბიუჯეტის პირობებში პრემიების გაცემის ტენდეცია არ გაგრძელდეს.ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა, რომ გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მზად არიან გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.