თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და თანმდევ ცვლილებებს ეხმიანება.
„კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ამ პროცესს, თუმცა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს", - მიიჩნევს სახალხო დამცველი.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი