თბილისი. 27 მაისს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადება განიხილა. PHR-ი უთითებდა, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის" ჟურნალისტმა მომზადებულ სიუჟეტში პროფესიული ეთიკის მე-8 პრინციპი დაარღვია.
„სადავო მასალა ეხებოდა მანუჩარ მელიქიძის ცხოვრებისეული ტრაგედიის შედეგებს და აღწერდა მის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. PHR-ი მიიჩნევდა, რომ ტრაგედიის სიმძაფრის გადმოცემისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მისი შვილების ემოციურ განცდებს, რა დროსაც ჟურნალისტმა გაავრცელა ბავშვებისთვის საზიანო ინფორმაცია".
ქარტიის საბჭომ ორგანიზაციის მოსაზრებები გაიზიარა და მერვე პრინციპის დარღვევა დაადგინა.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com