თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და მთავრი პროკურორის გადადგომას მოითხოვს.
„საზოგადოებაში წლებია არაერთი კითხვა არსებობს გახმაურებული საქმეების მიკერძოებულად და არასრულყოფილად გამოძიების თაობაზე, რაც პროკურატურის მიმართ ნდობის შემცირების მიზეზიც გახდა. პროკურატურას ამჟამად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, ხოლო უწყების დღევანდელ ხელმძღვანელობას არ აქვს ამ ნდობის დაბრუნების უნარი. ამ ვითარებაში, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge