თბილისი. 31 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მოწვევით სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო სახალხო დამცველის უფლებამოსილებას და ბავშვთა უფლებების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ აპარატის საქმიანობის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობაა, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან რა აწუხებთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ კეთილსაიმედო გარემოში იცხოვრონ. ასეთი შეხვედრები კი ყოველთვის იძლევა სივრცეს მოსაზრებების გაზიარების და შემდგომში პრაქტიკაში განხორციელებისთვის", ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge