თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს დოკუმენტურ ფილმს: მეტრო მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ.
„თბილისის მეტროში სამუშაოები არასდროს წყდება. როცა ქალაქს სძინავს, თანამშრომლების ერთი ნაწილი მეტროს გვირაბებში მთელი ღამის განმავლობაში მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაოებს ატარებენ. დღისით, კი მატარებლების გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის პასუხისმგებლობას თანამშრომელთა სხვა ნაწილი იბარებს. ისინი ამბობენ, რომ მეტროს სტრუქტურა საჯარისო ფორმირებას გავს და აქ დასაქმებულებს ცხოვრება სამხედრო გრაფიკით უწევთ. მეტროს თანამშრომლები დღეს სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ, რადგან სამომხმარებლო კალათის გაძვირების და ლარის გაუფასურების ფონზე, მათი ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge