თბილისი. „ქალთა ფონდი" წარმოგიდგენთ ქალთა საჭიროებებზე მოკლე ინტერვიუებს. ამჯერად, რუსუდან გოცირიძე, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ ქმნის რელიგია სექსუალურ ტაბუებს.
„რელიგიას ადამიანის სხეულის, სექსუალობის დემონიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის. ადამიანებმაც და რელიგიამაც უნდა გაიაზროს, რომ ეს ყველაფერი ღმერთის შექმნილია, მისი ჩანაფიქრია და მას სურდა, რომ ადამიანებს ჰარმონიულად, ბედნიერ გარემოში ეცხოვრათ".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში