თბილისი. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალთა მხარდაჭერით.
პროექტი განხორციელდება 2018-2019 წწ-ში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 50 ქალი ბენეფიციარი, რომელიც გადამზადდება და გაივლის შესაბამის ტრენინგებს ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მიმდინარე წლის ბოლოს შიდა კომისიის მიერ შერჩეული 25 ბენეფიციარი მიიღებს გრანტს ბიზნესის გაფართოების მიზნით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში