ოზურგეთი. 18 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში ბავშვის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მეორე საჯარო ლექცია ჩატარდა „ბულინგი, ბავშვთა უფლებები ქართულ და მსოფლიო კინოში". ლექციას კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია უძღვებოდა.
„საუბარი წარიმართა კინოს დანიშნულების შესახებ გარემოში არსებული პრობლემების შემეცნების პროცესში. აღინიშნა, რომ დღეს, სამწუხაროდ, ქართული კინო რეალურ პრობლემებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია. არადა, მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის საზოგადოება დააფიქროს სხვადასხვა თემებზე და მოახდინოს რეფლექსია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში