შიდა ქართლი. 13 მარტს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გორის
საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილე თენგიზ შერგელაშვილთან. შეხვედრის თემა იყო საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაცია
და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების 20013-2014 წლების სტრატეგიული გეგმის
კონცეფცია. შერგელაშვილმა წარმოადგინა კოცეფცია და განმარტა
რეფორმის თითოეული საფეხური. შეხვედრის ბოლოს გაიმართა მსჯელობა,
რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ ასეთი დიდი რეფორმის გატარება საკმაოდ რთულია და მოითხოვს
თითოეული ეტაპის უფრო დაწვრილებით გააზრებას და გაწერას, ასევე, ცვლილებების შეტანას
კანონმდებლობაში.შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის,
საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მას მედიის წარმომადგენლები.