en
ge

აქცია „თანატოლები თანატოლებისთვის“

იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა შშმ ბავშვებისათვის აქცია ჩაატარა სახელწოდებით „თანატოლები თანატოლებისათვის". ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გაყიდეს შშმ პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ღია ბარათები, შეხვდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო"-ს აღსაზრდელებს, ბავშვებს და გაეცვნენ მათ სურვილებს. სწორედ ბავშვების სურვილიდან გამომდინარე ცენტრის წევრებმა შეგროვებული თანხით იყიდეს მუსიკალური ცენტრი, რომელიც გადაცეს შშმ ბავშვებს. აქციის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცხოვრებაზე, მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. მოსახლეობის გააქტიურება, მიიღონ მონაწილეობა შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაციისა და მათთვის ოჯახური გარემოს შეთავაზებაში.ღონისძიება ორგანიზებული იქნება „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)