თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინცინდენტს აფასებს.
„საია მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის − ბესო ქათამაძის ფიზიკური შეურაცხყოფა, შესაძლოა, წარმოადგენდეს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის გამოხატვის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მივმართავთ საგამოძიებო ორგანოს, მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, გამოძიება აწარმოოს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი კვალიფიკაციით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge