თბილისი. მუჟალისა და ბეჩოს საჯარო სკოლებში წყლის მისაწვდომობისა და სანიტარიულ–ინფრასტრუქტურული გარემოს მოწყობის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველმა მესტიის მუნიციპალიტეტს მიმართა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია გატარდეს გადაუდებელი ღონისძიებები წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების კეთილმოწყობისათვის, საპირფარეშოების რეაბილიტაციასა და სანიტარული კვანძების გაუმჯობესებისთვის. გონივრულ ვადებში უნდა მოხდეს სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ხოლო სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში წყლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი