აჭარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, საზოგადოების წინაშე, ბენდი „ერთად" ეთნო კულტურული პერფორმანსით წარსდგა. მასში გამოიკვეთა ეთნიკური ჰარმონიები და ტრადიციები.
„შეხვედრის პირველ ნაწილში გაიმართა დისკუსია თემაზე: „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, მოიყვანეს პრაქტიკული მაგალითები და ისაუბრეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების აღმოფხვრის გზებზე.
შეხვედრის მიზანი იყო, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა ვაჩვენოთ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში