en
ge

,,სიდამ“ კახეთში შეხვედრა გამართა

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას" ფასილიტაციით „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" წევრი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  განიხილეს მიმდინარე და აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები და დასახეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროცესებში მონაწილეობის პერსპქტივები. 
დისკუსიაზე საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: რეგიონული განვითარების სტრატეგიების მიმდინარე პროცესი და ქვეყნის დეცენტრალიზაციის გამოწვევები, პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო სოფლის კანონსა და მაღალმთიანი რეგიონების პრობლემატიკას, შრომის კანონმდებლობასა და რეგიონებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის პროცესის მოკლე მიმოხილვას.
ჯუბა მარუაშვილი, "სიდას” რეგიონული განვითარების მენეჯერი:
" შეხვედრა  ქვეყნის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის შესახებ მსჯელობას შეეხებოდა. ჩვენი შეხვედრების მიზანია, გარკვეული რეკომენდაციებით მივმართოთ ხელისუფლებას, იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად მოხდეს ამ სამუშაო პროცესის გაანალიზება და არ მოხდეს ეს პროცესი დაჩქარებულად”.
მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება სხვა რეგიონებშიც გაიმართება და მასში 50-მდე რაიონული ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)