თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს მასწავლებლებისთვის: მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები.
„სახელმძღვანელო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიერ პროექტის „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის" ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში" ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com