en
ge

ტრენინგი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ევროინტეგრაციის თემაზე

იმერეთი.ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით   პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება–გზა ევროინტეგრაციისკენ"  ფარგლებში გაიმართება ტრენინგი რეგიონალური საზოგადოებრივი  ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. 
ტრენინგში მონაწილეობდნენ რეგიონებიდან შერჩეული სამოქალაქო – საზოგადოებრივი ორგანიზაციების 18 წარმომადგენელი, მონაწილეებს ჩაუტარდათ 3 დღიანი ტრენინგ კურსი, ევროინტეგრაციის, აღმოსავლეთ – დასავლეთის პარტნიორობის მხარდაჭერის და საჯარო სექტორში ინიცირებული რეფორმების  მონიტორინგის ტექნიკებზე. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი სერგი კაპანაძე. 
პროექტის ფარგლებში იგეგმება კომპეტენტური, ინფორმირებული რეგიონალური ორგანიზაციების გაწევრიანდება საქართველოს ეროვნული პლათფორმის შესაბამის სამუშაო ჯგუფში/ქვეჯგუფში, სადაც ორგანიზაციები საკუთარ წვლილს შეიტანენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიღწევის მონიტორინგში, ადვოკატირებსა და განხორციელებაში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო’’.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)