en
ge

დაბა ადიგენში არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა

სამცხე–ჯავახეთი. ადიგენის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება დაიწყო ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ახლახანს ჩამოყალიბებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ”საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის". დამფუძნებლების განმარტებით, ორგანიზაციის პრიორიტეტებია სამოქალაქო საზოგადოების მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შუალედური რგოლის ფუნქციის შესრულება, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა და სხვა. 
”საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის” დაბა ადიგენში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს, ორგანიზაციას ჰყავს მმართველობის ორგანო – გამგეობა, 50 წევრს შორის არიან ადგილობრივი ბიზნესმენები, მეწარმეები, პედაგოგები და სხვ.
ახლად ჩამოყალიბებულმა ორგანიზაციამ პირველი აქტივობა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ არლის "უნარშეზღუდულ და მენტალობა დაქვეითებულ ბავშვთა საინტეგრაციო ცენტრში” განახორციელა. საკუთარი სახსრებით მოწყობილ ღონისძიებაზე შემოსული სახსრებით ორგანიზაციამ ცენტრს  1 500 ლარზე მეტი გადასცა. მორიგი ღონისძიების ჩატარებას ,,საზოგადოებრივი დარბაზი" უახლოეს დღეებში გეგმავს.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)