თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აქვეყნებს ქეთი კოპალიანის დისტოპიურ ჩანახატებს „ბავშვის კოდექსის" კანონპროექტის შესახებ.
„ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის სტანდარტის გამოყენების ნაცვლად, საბჭოთა კავშირთან სწორების ტენდენცია ბადებს საშიშროებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემები, დაწყებული ბავშვთა მიმართ ძალადობით, დასრულებული მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომის უფლების შეზღუდვით, ყურადღების მიღმა დარჩეს; „ბრძოლის ველმა" კი, რეალურად არსებული პრობლემებიდან ქაღალდის წისქვილებთან, – ყალბი მორალიზმისა და უსარგებლო პათეტიკის შემცველ საკანონმდებლო ნორმებთან გადაინაცვლოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com