en
ge

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა

26 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილე, თამარ გვარამაძემ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი: პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმის, პოლიტიკური ასოცირების, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, კონფლიქტის გადაწყვეტის, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები; მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების კონტექსტში ერთ-ერთ საკითხად ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელებაზე გაამახვილეს ყურადღება.
მოხსენებით გამოსვლისას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ კანონის ეფექტური აღსრულების თვალსაზრისით ამ ეტაპისათვის არსებულ გამოწვევებსა და საკანონმდებლო ხარვეზებზე ისაუბრა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)