აჭარა. ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ის პროექტის, „ქედა ლიდერი", ფარგლებში, ბულაჩაურის „მწვანე ცენტრმა" ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა.
10 დღის განმავლობაში, ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან, კონკურსის - „მე ლიდერი" ფარგლებში შერჩეულ 21 მოსწავლეს გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს თავისუფალი გაკვეთილები მდგრადი განვითარების მიზნების, კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევების, ტყის მდგრადი მართვის, ნარჩენების თანამედროვე მართვის ტექნოლოგიების, წყლის სანიტარიის, ურბანიზაცია-რეგიონების განვითარების მიმართულებების შესახებ.
წყარო: http://enpard.ge