თბილისი. 9 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს. ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა, ნანა გოჩიაშვილმა სამოქმედო გეგმის შეფასება ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მიმართულებით წარადგინა.
„მან აღნიშნა, რომ ფიზიკური გარემოს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიდგომა პრობლემის მოგვარების მიმართულებით არაეფექტურია და ვერ პასუხობს მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. შეუსრულებელი რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი ბაზის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com