თბილისი. 10 ივლისს, საია-მ პროექტის, „ichange.gov.ge პეტიციების პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიის" დახურვის ღონისძიება გამართა.
დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ასევე, წარდგენილი იქნა პეტიციების პორტალთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები.
დახურვის ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა პროექტის ერთ-ერთი პარტნიორის, ორგანიზაცია „სიდას" მიერ ორგანიზებულ მედიაკონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება.
წყარო: gyla.ge