en
ge

სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შემუშავდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია, ქვეყანაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევათა პრევენციის, ბავშვთა დაცვისა და დროული დახმარებისთვის.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად იკვლევს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების საკითხებს", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ განსაკუთრებულ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის ფაქტებზე უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირების გატარება; დროულად ვერ ხდება დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, ვერ ხორციელდება მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია და მათი საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია".
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)