კახეთი. ორმა მეგობარმა, მანო ქავთარაძემ და ბეგი ბორჩაშილმა, ხადორის ხეობაში, პირველი ქემფინგ ბანაკი გახსნა.
ბანაკი გთავაზობთ ყველაფერს, რაც კი მოგზაურებსა და ლაშქრობის მოყვარულებს დაგჭირდებათ:
ღამისთევას ალაზნის პირას, ხადორის ხეობაში.
ტრადიციულ ქართულ და ქისტურ სამზარეულოს.
ტურებს პანკისის მთებში, თუშეთში, ხევსურეთში, უკანა ფშავში.
ცხენების დაქირავებას / საცხენოსნო ტურებს.
სამთო ველოსიპედების დაქირავებას.
სალაშქრო ინვენტარის დაქირავებას.
პროფესიონალ, სერთიფიცირებულ სამთო- საფეხმავლო გიდებს.
ველური ბუნების ფოტოგრაფიის ტურებს.
ბანაკში ასევე შესაძლებელია, კინოჩვენებებისა და პრეზენტაციების მოწყობაც.
წყარო: ვებგვერდი სოციალურ ქსელში