en
ge

ველოკლუბი წეროვანში

მცხეთა–მთიანეთი. „ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის" „ქალთა ფონდი საქართველოში"-ის დაფინანსებით წეროვნის დევნილთა დასახლებაში, ახორციელებს პროექტს - „ ქალთა ველოკლუბი-ჯანსაღი ცხოვრებისათვის". ველოკლუბში გაწევრიანება შეუძლიათ წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ქალბატონებს, 25 წლის ზევით.
პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრები შეიკრიბებიან, ჩატარდება მათთვის სემინარი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. მსურველებისაგან ჩამოყალიბდება ჯგუფები, შედგება სასწავლო ცხრილი, ტრენერის მეშვეობით მოეწყობა მათი ერთობლივი სწავლება და გასეირნება ორგანიზაციის ველოსიპედებით. კლუბში გაწევრიანების მსურველები 15 აპრილამდე ორგანიზაციას სოციალური ქსელის საშუალებით უნდა დაუკავშირდნენ. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)