თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საჩივრის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ძალადობის ფორმებისა და გენდერული ნიშნის მიხედვით სტატისტიკურ მონაცემებს გასცემს.
„გენდერული სტატისტიკის წარმოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. PHR აგრძელებს სახელმწიფო უწყებების მიერ სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების წარმოების მონიტორინგს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com