თბილისი. 18 ივლისს, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი მართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე - „სასამართლოს მომხმარებელთა კვლევა, კომუნიკაცია და სასამართლოს ეფექტიანი მენეჯმენტი".
„პროექტის მოწვევით თბილისში იმყოფება იაშა ვრაბეცი, რომელიც სლოვენიის უზენაესი სასამართლოს მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელია. მას დიდი გამოცდილება აქვს სასამართლოს მომხმარებლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევების ორგანიზებასა და სასამართლოს მართვის პროცესში მათ ასახვაში. ექსპერტმა შეხვედრები უკვე გამართა თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, დღეს კი, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, აჯამებს ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს უზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სხვადასხვა სასამართლოების მენეჯერებს და სტატისტიკის გადამუშავების პროცესში ჩართულ პირებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში