en
ge

შეხვედრა აქციის – „წიგნები პატიმრებს“ ფარგლებში

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქმედი საინიაციტივო ჯგუფი „პატიმართა თანადგომისთვის" აქციის „წიგნები პატიმრებს" ფარგლებში  შეხვედა  მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. 
ახალგაზრდული საინციატივო ჯგუფი აგროვებს ქართულენოვან  წიგნებს პატიმრებისთვის და შეხვედრის მიზანსაც სწორედ  მოსახლეობის და ხელისუფლების მეტი ინფორმირებულობა წარმოადგენდა. 
საინიციატივო ჯგუფის წევრის, ერეკლე ცოცანიძის განცხადებით წიგნები უკვე საკმაო რაოდენობით შეგროვდა და მალე პატიმრებს გადასცემენ:
,, აქციის ფარგლებში საზოგადოებას შევთავაზეთ თანამშრომლობა. წიგნების შეგროვება დაიწყო ერთდროულად თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მედია კაფეში, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დატოვონ წიგნები და ცოტათი მაინც შეუმსუბუქონ ჩაკეტილ გარემოში ყოფნის სიმძიმე ციხეში მყოფ ადამიანებს. 
წიგნების გარკვეული რაოდენობის შეგროვების შემდეგ წიგნები გადაცემული იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)