en
ge

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მინდელის შახტის ტრაგედიაზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამენ, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი მორიგი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახებს. 
„იმედს გამოვთქვამთ, რომ დაშავებული მეშახტეები მალე შეძლებენ ჯანმრთელობის აღდგენას და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.
მივესალმებით მთავრობის სწრაფ რეაქციას და გადაწყვეტილებას საგამოძიებო პროცედურების დასრულებამდე მინდელის შახტის დახურვისა და ამ პერიოდში დასაქმებულთათვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილის თვეში მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ არ გაიზიარა პროფესიული კავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და სხვა აქტორების არაერთი შენიშვნა და მსგავსმა დამოკიდებულებამ განაპირობა საწარმოო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელწიფოს გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების პოლიტიკის და მისი აღსრულების მექანიზმის დასანერგად, შეასრულოს ევროკავშირის ვალდებულებები, შექმნას შრომის ინსპექცია და შეისწავლოს მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევები.
სრულად...
წყარო: პლატფორმის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)