გურია. 19 ივლისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები" შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
„პრეზენტაციაზე განიხილეს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, საუბარი წარიმართა პროექტის შედეგებზე. კერძოდ: ჩამოყალიბდა განმანათლებელ მშობელთა და მოზარდთა ჯგუფები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე კონკრეტული თემისა და მიზნის ირგვლივ გაერთიანდა. ჯგუფი მოტივირებულია სხვა მშობლების გააქტიურებისა და მათი განათლების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ბერკეტს შესაძლო ცვლილებების განხორციელების პროცესში.
ასევე, განხორციელდა მნიშვნელოვანი კამპანია მოზარდების მონაწილეობით -- საკუთარი სკოლების შინაგანაწესებში ბულინგის მართვის შესახებ შესატანი ცვლილებების განხორციელების შესახებ. პროექტში ჩართული მოზარდების ინიციატივით (მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდა პედაგოგთა კაშირის ლიდერთა სკოლის მოსწავლეები არიან) მომზადდა მიმართვის წერილები საჯარო სკოლების ადმინისტრაციების სახელზე, სადაც მოზარდები ითხოვენ სკოლების შინაგანაწესში ბულინგის რეგულაციასთან დაკავშირებული მუხლების დამატებას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ეტაპზე 5 საჯარო სკოლის წერილობითი დასტური უკვე არსებობს.
ახალი სასწავლო წლიდან პარტნიორ სკოლებში ანტიბულინგური პროგრამა გახდება სადამრიგებლო პროგრამის სავალდებულო ნაწილი და გათვალისწინებული იქნება სასკოლო სასწავლო გეგმაში. დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ჩატარდება 10-10 კლასის საათი. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს სკოლების თანხმობა და მოცემულ ეტაპზე იგეგმება ტრენინგი 4 სკოლის წარმომადგენლებთან პროგრამაში გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით”, ნათქვამია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში