თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებას ეხმიანება. ორგანიზაცია განმარტავს, რომ აღნიშნული წესის ცვლილება პირის პოლიციის თანამშრომლად ყოველგვარი წინასწარი მომზადების და სათანადო გამოცდის გარეშე დანიშვნის ან დაწინაურების შესაძლებლობას წარმოქმნის.
„უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური კურსები და საგანმანათლებლო პროგრამები ემსახურება როგორც პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლებას, ისე კვალიფიციური კადრების ობიექტურ შერჩევას. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსებზე ერთიანად უარის თქმით კი დროებით გაუქმებულია შერჩევის ობიექტური წინაპირობები, რაც ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებისა და ნეპოტიზმის რისკებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge