თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2018 წლის ინოვაციის გლობალურ ინდექსში საქართველო 2017 წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა და წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი 35.05 ქულა დააგროვა.
„ინოვაციის გლობალური ინდექსის განსაზღვრის მიზანია ინოვაციის მრავალგანზომილებიანი მხარეების ხაზგასმა და იმ ინსტრუმენტების განსაზღვრა, რაც ხელს უწყობს მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების ზრდას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge