en
ge

აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი ზუგდიდში არასამთავრობოებს შეხვდა

სამეგრელო. ზუგდიდში, 14 მარტს,  აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია, დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის" ინიციატივით მოეწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნონა უბილავას განცხადებით, არასამთავრობო სექტორი დევნილებს უნდა დაეხმაროს ინფორმირებულობასა და უფლებების დაცვაში. შეხვედრაზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დევნილთა მძიმე საცხოვრებელ პირობებზე, მათი საცხოვრებელი ფართით დაკამყოფილების კრიტერიუმების სწორად შერჩევაზე.თავის მხრივ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს. უახლოეს დღეებში, არასამთავრობოები ლტოლვილთა ტერიტორიული ორგანოს ახლადდანიშნული ხელმძღვანელის ირაკლი ქოჩუას მოწვევასაც აპირებენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)