თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) განმარტებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრებ პირებს უფლებადამცველებთან შეხვედრა შეეზღუდათ.
„უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამავე ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ცდილობს თავი აარიდოს დაწესებულებაში მცხოვრები პირებისა და უფლებადამცველების/იურისტების კომუნიკაციას. დაწესებულების მაცხოვრებლებთან PHR-ის წარმომადგენლების შეხვედრის ირიბი ხელშეშლის მსგავსი ფაქტი პირველად მიმდინარე წლის მარტის თვეში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციის პოლიტიკა იდენტური იყო. მათ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბარში გამოთქვეს მზადყოფნა უფლებადამცველებისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრები პირების შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მათ იურისტებს არ მისცეს შესაძლებლობა თავად შესულიყვნენ განყოფილებაში, შეხვედროდნენ იქ მცხოვრებ პირებს და სურვილის შემთხვევაში, გაეცათ სამართლებრივი კონსულტაციები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com